აკაკი ზოიძე "რუსთავი 2"-ის კოლექტივს: "ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა წინ არ აქვს"

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კოლექტივს შეუძლია, საქმიანობა ახალი ტელევიზიის სახითაც განაგრძოს.

„დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა წინ არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, სადაც არანაირი კავშირი ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებასთან, ჩემი აზრით, პირადი აზრით, არა აქვს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

მისივე თქმით, ისურვებდა, "რუსთავი 2" კრიტიკული დარჩეს და იყოს ისეთი, როგორც 2-3 წლის წინ, როდესაც „ისინი ასეთი მიკერძოვებულები არ იყვნენ“.

აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ ობიექტური ტელევიზიები და მედიასაშუალებები არის ხელისუფლების დაბალანსების საშუალება და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. 

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა