პაატა სალია:"რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრებად შესაძლოა, დღესვე დარეგისტრირდეს"

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრებად შესაძლოა, დღესვე დარეგისტრირდეს.

ამის შესახებ პაატა სალიამ იუსტიციის სახლში "რუსთავი 2"-ის წილების გადაფორმების საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში და ვიმედოვნებთ, სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას - აღარ არსებობს უკვე არანაირი დაბრკოლება იმისათვის, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ანუ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ. დღესვე შეიძლება, დარეგისტრირდეს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ქიბარ ხალვაშმა როგორც კომპანიის ახალმა მესაკუთრემ. შესაბამის გადაწყვეტილებებს ის მიიღებს. მან დააანონსა, რომ დირექტორის პოზიციაზე მომიაზრებს მე. დანარჩენს გამოაჩენს დრო და ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულება ექნებათ ჟურნალისტებს და არხის დღევანდელ მენეჯმენტს, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი“, - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp