ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ნიკა გვარამიას დღესვე გადაყენების მოთხოვნით მიმართა

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა. დოკუმენტი საჯარო რეესტრში რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ აიყვირთა, რაც რეესტრმა "რუსთავი 2"-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა.



შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"–ის კოლექტივმა საჯარო რეესტრს მიმართა "არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე "რუსთავი 2," არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში".

"მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს, გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა", – ნათქვამია "რუსთავი 2"–ის თანამშრომლების განცხადებაში. 

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp