პაატა სალია: „რუსთავი 2“-ის საკითხის სტრასბურგში გასაჩივრების საფუძველი არ არსებობს, შანსი ძალიან მიზერულია"

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის საკითხის სტრასბურგში გასაჩივრების საფუძველი არ არსებობს, შანსი ძალიან მიზერულია". 

„შანსი ძალიან მიზერულია. მე გამოვრიცხავ, როგორც ერთი იურისტი... მე, ვთვლი, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი... ვთვლი, რომ დიდ პალატაში განსახილველად დასაშვები საფუძველიც არ არსებობს და იმედია, მალე შევიტყობთ ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინაიდან, მოგეხსენებათ, პირდაპირ დიდ პალატაში არ მიდის ეს საჩივარი. საჩივრის დასაშვებობის ბედი უნდა გადაწყვიტოს სასამართლოს შესაბამისმა სტრუქტურამ და ვიმედოვნებთ, რომ ამასთან დაკავშირებითაც იქნება ჩვენთვის დადებითი პასუხი“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp