"ჩვენ 9 აპრილის თაობა ვართ, რომელსაც ახსოვს, რომ გამოდიოდა გაზეთები „თბილისი“ და „ კომუნისტი“ და ახლაც ასე იქნება"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტის მაია ასათიანის განცხადებით, დღეს ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება სამშობლოს ბედი. 

„ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს აღრ არის ბრძოლა მხოლოდ "რუსთავი 2"-სთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის. დღეს აქ, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება სამშობლოს ბედი - ვიქნებით ტოტალიტარული სახელმწიფო - ყველა ტელევიზია, ყველა რადიო და ყველა გაზეთი ერთ ხმაზე ილაპარაკებს თუ კიდევ გვაქვს შანსი ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - აცხადებს გადაცემა „პროფილის“ წამყვანი, ჟურნალისტი მაია ასათიანი.

მისი თქმით, ასეთი ტოტალიტარული სახელმწიფო არის რუსეთი, სადაც ყველა მედია ერთი ხმით საუბრობს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხმით. „ჩვენ არ გვინდა ასეთი ქვეყანა“, - ამბობს ჟურნალისტი.

„თუ თითოეულ თქვენგანს აქვს სურვილი, საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა, უნდა თავისუფალი საქართველო თუ უნდა საბჭოთა რესპუბლიკა, თქვენ უნდა უპასუხოთ ახლა ამ შეკითხვას, რა გინდათ თქვენი შვილებისთვის. ჩვენ 9 აპრილის თაობა ვართ, რომელსაც ახსოვს, რომ გამოდიოდა გაზეთები „თბილისი“ და „ კომუნისტი“ და ახლაც ასე იქნება“, - აცხადებს მაია ასათიანი.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp