"ჩვენ „რუსთავი 2“-ს არავის დავანებებთ, ვერანაირი ხალვაში ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება"

ოპოზიციური გაერთიანების ერთ–ერთი ლიდერის  გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ს არავის დაანებებენ"

ვაშაძის თქმით, მას ეჭვი არ შეაქვს ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებაში, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოში შექმნილ რეალობას არ შეესაბამება.

"უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მხარდამჭერებისთვის და საქარათველოს ყველა მოქალაქისთვის ვინც სიტყვის თავისუფლებას თვლის უპირველეს ღირებულებად ბრძოლა გრძელდება და ჩვენ "რუსთავი 2"-ს არავის არ დავანებებთ. ჩვენ ამ ტელევიზიას აუცილებლად დავიცავთ ისევე როგორც სიტყვის თავისუფლებას. მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

გვარამია „რუსთავი 2“-ის დირექტორობიდან გადააყენეს და პაატა სალია დანიშნეს


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა