"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იპოთეკური სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშეც შესაძლებელია"

იპოთეკურის სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშეც შესაძლებელია - ამის შესახებ რადიო იმედის გადაცემაში „ეკონომიქსში“ „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები მხოლოდ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით შეარბილა.

როგორც გაბუნია აცხადებს, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან ამ კუთხით, ვინაიდან ახალი რეგულაციების შედეგად განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი დაზარალდა. 

„ახლა უკვე გააქტიურდება იპოთეკური სესეხები გაცემა, გამარტივდა შემოწმების მოდელიც, ჩვენ უკვე გავეცით ამ მოდელით პირველი სესხი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამის შესახებ ეროვნულ ბანკში ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ ივნისის ბოლოს განაცხადა, გამოცდილება, რომელიც რეგულაციების ამოქმედებიდან დაგროვდა, საშუალებას იძლევა, კომერციულ ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების მხრივ მეტი თავისუფლება მიეცეს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp