პაატა სალია "რუსთავი 2"-ში მივიდა: "არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს"

პაატა სალია, რომელიც საჯარო რეესტრში რამდენიმე საათის წინ დარეგისტრირდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორად, ტელეკომპანიაში მივიდა. 

"არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს და არც არხის სარედაქციო პოლიტიკას არავინ შეეხება", – განაცხადა სალიამ. 

მისივე თქმით, კომპანიაში საქმიანობას მხოლოდ ტელეარხის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია ვეღარ გააგრძელებს.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

გვარამია „რუსთავი 2“-ის დირექტორობიდან გადააყენეს და პაატა სალია დანიშნეს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp