გვარამიას და ახალი დირექტორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, "რუსთავი 2"–ის ახლადდანიშნული დირექტორი პაატა სალია "რუსთავი 2"–ის შენობაში შევიდა და ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას შეხვდა. შეხვედრა უსიამოვნო ტონალობაში წარიმართა. სალიამ განაცხადა, რომ მას მენეჯმენტთან შეხვედრა, არხის თანამშრომლების გაცნობა, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა სურს. ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ  "კოლაბორაციონისტებთან თანამშრომლობას" არ აპირებს და იმ ვითარებაში, რაც დღეს მოხდა, პროცესები ცივილურად ვერ წარიმართება, მისი მარწმუნებელი კი "სიხეში დაასრულებს და გერმანიის მოქალაქეობა ვერ უშველის".

"თქვენ თანამშრომლობთ მტერთან, რომელმაც პირადად გამოგაგდო აფხაზეთიდან. თქვენ აქ დემოკრატიის დასამარხად მოხვედით, სჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით. თქვენი კოლაბორაციონიზმი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. მდივანსაც ვთხოვ, რომ ყავა არ გაგიკეთოთ. ლავროვის მოთხოვნით და ივანიშვილის უზრუნველყოფით მოსულ ადამიანს რა ველაპარალპ?!",– უთხრა სალიას გვარამიამ. ამასთან თქვა, რომ არხში გამაგრებას და შიმშილობის დაწყებას არ აპირებს, ურჩია მას დრო მისცეს და კაბინეტში "ნუ შეიჭრება".

პაატა სალია არხის შენობაში რჩება. ის ჟურნალისტებს ხვდება. ჟურნალისტები ინტერესდებიან, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორი ვინაა.  


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp