"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი - არხის გენდირექტორს: "თუ მოხვალთ კონტრაქტებით, გენდობით" (ვიდეო)

“რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეარხის ჟურნალისტებს ხვდება.

„თქვენს მიღმა, თქვენი მარწმუნებლის მიღმა ჩვენ მაინც ვხედავთ ბიძინა ივანიშვილს, მის გავლენებს და მის სურვილს, მოასუფთავოს საინფორმაციო ველი ამ ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური გავლენიანი კრიტიკული ტელევიზია", - მიმართა ჟურნალისტმა პაატა იაკობიშვილმა სალიას.

საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე დაინტერესდა, რა გარანტიას აძლევს "კურიერის" გუნდს "რუსთავი2"-ის ახალ გენერალურ დირექტორი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცული იქნება:

"რა გარანტიას გვაძლევთ თქვენ ჩვენ კურიერის გუნდს, რომ "კურიერის" გუნდს, ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება დაცული და თქვენ და თქვენი მარწმუნებელი, რომლებსაც გაქვთ ძალიან ბევრი ბიზნესი, ერთ დღეს, ისევ ისე არ მიგაჯაყჯაყებთ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ იყო მანამდე და ტელევიზია გადააფორმა, მიატოვა გუნდი, წავიდა, ამის შემდეგ იგებდა ტენდერებს და აკეთებდა ძალიან ბევრ ფულს, ისევ ჩახუტებული ხელისუფლებასთან ერთად, რომ იგივე სცენარი არ განმეორდება და საქართველოში ყველაზე თავისუფალი, დიდ მედიასაშუალება დღეს არ აღმოჩნდება მარწუხებში".

სალიას კითხვით მიმართა ასევე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და ჰკითხა, შეძლებს თუ არა ის, იმ ადამიანებისთვის ორწლიანი კონტრაქტის დადებას, რომლებიც ივანიშვილს პრობლემებს უქმნიან, მათ შორის, მელაძისთვის, გაბუნიასთვის, მაშინ ის მას ენდობა:

"თუ თქვენ ხვალ მოხვალთ 2-წლიანი კონტრაქტებით, რომლითაც მოგვცემთ გარანტიას, რომ პირობითად, „რუსთავი 2“-ის 10 თანამშრომელს, რაც არ უნდა გააშუქონ, ტელევიზიიდან ვერავინ მოხსნის, მათ შორის, კონტრაქტი შეეხება ნიკას გვარამიას, როგორც წამყვანს, მე პირადად თქვენ გენდობით".

ამაზე პასუხად კი სალიამ აღნიშნა, რომ კონტრაქტი 5 წუთში არ იწერება. სალიას თქმით, ის დღეს პირველ რიგში, ტელეკომპანიაში ვითარების გასაცნობად მივიდა.

სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშის დამოკიდებულება არის ის, რომ არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ტელეარხის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიასთან ვერ ითანამშრომლებს. 

ჟურნალისტების კითხვას, მოსწონს თუ არა ის, რასაც ტელეარხის კოლექტივი აქამდე აკეთებდა, სალიამ პასუხის გაცემას თავი აარიდა.




ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

გვარამია „რუსთავი 2“-ის დირექტორობიდან გადააყენეს და პაატა სალია დანიშნეს


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp