"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტები არხის ახალი დირექტორისგან სარედაქციო დამოუკიდებლობის დოკუმენტურ გარანტიებს ითხოვენ. მათ შესაბამისი მოთხონები პაატა სალიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დააყენეს, თუმცა კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ არხსი ახალი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არხის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას, თუმცა ჟურნალისტებს გამოცდილების გათვალისწინებით, ზეპირ განცხადებებს არ ენდობიან.      

ჟურნალიტური ეთიკის ქართიის ამასრულებელი დირექტორი ნატა ძველივილი მიინევს, შექმნილ ვითარებაში დარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და ამის ერთ–ერთი გზა შრომითი ხელშეკრულებებია. 


"ყველას ერთი სურვილი გვაქვს, არ მივიღოთ ერთით მეტი პროსახელისუფლებო არხი, რადგან როგორც წესი, როდესაც ასე იცვლება მმართველი, ჩვენ ვხედავთ შეცვლილ სარედაქციო პოლიტიკას. ყველამ იცის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ძალიან ცუდია და ამას არავინ აღიარებს არასდროს, მაგრამ ის, რომ შეიცვალა ნიკა გვარამია, ეს ამის ცალსახა ნიშანია: თუ მომწონს არხი და ვთვლი, რომ არ უნდა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა, რატომ ვცვლი გენერალურ დირექტორს? ე.ი. არ მომწონს არხის მენეჯმენტი, მისი განვითარება. მე ვიყავი დღეს არხზე მისული და რაც იქ ვნახე, ეს არის სრულიად ემოციური და მოუმზადებელი მდგომარეობაა და ამის გამო ცოტა დავითრგუნე. ახლა მთავარია, რით შეიძლება, შევინარჩუნოთ კრიტიკული სიუჟეტები. ერთი არის ის, რომ ჟურნალისტების შრომით უფლებები იყოს დაცული. ვფიქრობ, იურისტები ამაზე იმსჯელებენ და შესაძლებელია, გამოინახოს გზა. სარედაქციო პოლიტიკა არ იცვლება ერთ დღეში, ეს ხდება დროთა განმავლობაში და აგვისტო ამისთვის კარგი საშუალებაა. თუ ახლა არ მიიღო გუნდმა იურისტებთან ერთად გადაწყვეტილება, რას აპირებენ, როგორ შეიძლება, პაატა სალიას დირექტორობის პირობებში საკუთარი არსებობი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, შემდეგ წარმოუდგენელი იქნება. არსებობს ახალი არხის გახსნის საშუალებები, მაგრამ ეს დროში გაწელილი პროცესია",– განაცხადა ნატა ძველიშვილმა.  

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

რას გეგმავს „რუსთავი 2“: „ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp