ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გვარამია ერთადერთი არაა, ვისაც საკადრო ცვლილება შეეხება

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ნანუკა ჟორკოლიანის ინფორმაციით, ნიკა გვარამია ერთადერთი არაა, ვისაც ქიბარ ხალვაშის ხელმძღვანელობის პირობებში საკადრო ცვლილება შეეხება და უკვე შერჩეულია საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, სწორედ ამიტომ, ახალ დირექტორს მოსთხოვეს თანამშრომლებს, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს, ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. მისივე თქმით, ამით დადასტურდება, შენარჩუნდება თუ არა არხის სარედაქციო პოლიტიკა.

“გვქონდა გამოცდილება, როდესაც ამ არხზე ქიბარ ხალვაში მოვიდა და ის დაგვპირდა, რომ ხელშეუხებლები ვიქნებიდით. შემდეგ ეს ყველაფერი დაარღვია და ამ ტელევიზიიდან ხალხი გაუშვა. რადგან ეს გამოცდილება არსებობს, ვეუბნებით ამ კაცს [პაატა სალიას], ჩვენ ქიბარ ხალვაშის არ გვჯერა, რადგან მან ეს არხი ერთხელ უკვე გამოიყენა ცუდად. ამიტომ ვამბობთ- 10 ადამიანთან, მაგალითად, გიორგი გაბუნიასთან, ნოდარ მელაძესთან… მე ნუ ვიქნები მათ შორის… ამ ადამიანებთან, რომლებიც ბიძინას ძილს უფრთხობენ, გააფორმონ კონტრაქტი და თუ კონტრაქტს გაუფორმებ და ამ ხალხს ორი წელი არ შეეხები, მაშინ კიდევ ღირს რაღაცაზე საუბარი [...]. “არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც აქ მოდის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. მის სახელს ვერ დავასახელებ. მე ეს რატომ შევთავაზე, იცით?! [კონტრაქტის დადება] რათა მაყურებელმა ნახოს, რომ ამაზე წამსვლელი ქიბარ ხალვაში არ არის. ხალვაში ნოდარ მელაძეს და გიორგი გაბუნიას კონტრაქტს დაუდებს, ხალხო?! “-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს და ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp