ლავროვი – "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტს: "საქართველოს სჭირდება პროქართული არხი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ამავე ტელეარხის კორესპონდენტის შეკითხვას უპასუხა. 

კერძოდ, "რუსთავის 2"-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, რამდენადაა საჭირო საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი, სერგეი ლავროვმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს პროქართული არხი".

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

გვარამია „რუსთავი 2“-ის დირექტორობიდან გადააყენეს და პაატა სალია დანიშნეს

„რია ნოვოსტის“ ცნობით, დღეს ლავროვმა განაცხადა, რომ "რუსთავი 2"–ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი სმენია, "მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს, იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp