„ჰორმუზის სრუტეში აშშ–მა ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო“

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში აშშ–მა ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

მისივე თქმით, ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ამერიკულ გემსა და მის ეკიპაჟს საფრთხეს უქმნიდა.

ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

13 ივნისს ომანის სრუტეში ორ სანავთობო ტანკერზე აფეთქებები მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა, თუმცა ამ უკანასკნელმა ბრალდება უარყო. მოგვიანებით ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსმა გააკეთა განცხადება ქვეყნის სამხრეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ, რომელიც, მისი მტკიცებით, ირანის საჰაერო სივრცეში იყო შეჭრილი. თუმცა აშშ-მა განაცხადეს, რომ უპილოტოს საჰაერო საზღვრები არ დაურღვევია. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებულ უპილოტოსთან დაკავშირებული ინციდენტის საპასუხოდ ტრამპმა ირანზე დარტყმის ბრძანება გასცა, თუმცა შემდეგ, დაწყებამდე 10 წუთით ადრე გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მან იმის გამო მიიღო, რომ შეტევას შესაძლოა, 150 ადამიანის სიკვდილი მოჰყოლოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp