მდინარაძე – "რუსთავი 2"–ის საქმეზე: "მართლები აღმოვჩნდით და ეს გამიხარდა”

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე თვლის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მნიშვნელოვანი ტესტიჩააბარა. საუბარია "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.   

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იმ ბინძური კამპანიის მიუხედავად, საქართველოში არის სასამართლო, რომელმაც ჩააბარა დღეს ტესტი ძალიან კრიტიკული, ევროპული და ჩვენი დასავლური ღირებულებების შესაბამისი. ამ ღირებულებებში ერთერთი მთავარია სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. სასამართლოზე ბინძური კამპანიის მიუხედავად რომ მართლები აღმოვჩნდით, ეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა”,– განაცხადა მდინარაძებ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს და ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp