ვის მისცემდნენ ხმას მოქალაქეები, ხვალ რომ არჩევნები იყოს – IRI–ს კვლევის შედეგები

კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 22 პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

სხვა პარტიების შედეგი ასეთია: „ევროპული საქართველო“ – 7 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 5 პროცენტი, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 2 პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, სხვა – 1 პროცენტი, არც ერთი – 6 პროცენტი, არ ვიცი – 22 პროცენტი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp