როგორია პოლიტიკოსების რეიტინგი – IRI–ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს.შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 

რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა. მას დადებითი შეფასება გამოკითხული მოქალაქეების 59%–მა მისცა, უარყოფითი – 34%–მა, მის შესახებ არ სმენია 1%–ს, ხოლო არ იცის 6%–მა.

მეორე ადგილს თბილისი მერი კახა კალაძე იკავებს – დადებითი 49%, უარყოფითი 43%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 6%.

მესამე პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძეა – დადებითი 48%, უარყოფითი 43%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 8%.

შემდეგ პოზიციებზე არიან დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ვაშაძე.

ხოლო ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში მე-11 ადგილზეა – დადებითი 35%, უარყოფითი 57%, არ ვიცი 8%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp