ხიდაშელი – "რუსთავი 2"–ზე: "რა აბჯარი აისხით? დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. 

 “- სპონსორებსაც გაიყოლებენ

– ხარისხსაც გაიყოლებენ

– რეკლამასაც

მგონი, ლოგოსაც კი წაიღებენ – ქიბარის დროს ხომ სხვა ლოგო იყო, გააჩნია სამართლებრივად როგორ აქვთ მოგვარებული ახალი ლოგოს, ქონების და სხვა საკითხები. გამოჩნდება ხალვაშისთვის დაბრუნების მოლოდინში რამდენად გონივრულად იქცეოდნენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, "რუსთავი 2"– ის ხალხია ვინც იქ მუშაობს და პულტი კი ყველას აქვს დღეს ქვეყანაში. ხოდა, რა აბჯარი აისხით და ისტერიები? დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია. და მორჩით ამ ბიძინამ სტრასბურგი იყიდა მარაზმს. წააგეთ საქმე. გადაშალეთ ახალი ფურცელი!”,– წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს და ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp