არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით არის დაკავებული.

"გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს", – აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp