ირანის შეიარაღებული ძალების ცნობით, აშშ–ს მათი უპილოტო საფრენი აპარატი არ ჩამოუგდია

ირანის შეიარაღებული ძალების ცნობით, გუშინ ჰორმუზის სრუტეში აშშ–ის მათი უპილოტო საფრენი აპარატი არ ჩამოუგდია.

„ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ირანს სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის სრუტეში გააჩნია უსაფრთხოდ დაბრუნდა ბაზებზე“, – განაცხადა, გამოცემა Tasnim–ის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების პრეს–სპიკერმა აბოლფაზლ შეკარჩიმ.

ცნობისთვის: გუშინ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში აშშ–მა ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მისივე თქმით, ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ამერიკულ გემსა და მის ეკიპაჟს საფრთხეს უქმნიდა.

13 ივნისს ომანის სრუტეში ორ სანავთობო ტანკერზე აფეთქებები მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა, თუმცა ამ უკანასკნელმა ბრალდება უარყო. მოგვიანებით ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსმა გააკეთა განცხადება ქვეყნის სამხრეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ, რომელიც, მისი მტკიცებით, ირანის საჰაერო სივრცეში იყო შეჭრილი. თუმცა აშშ-მა განაცხადეს, რომ უპილოტოს საჰაერო საზღვრები არ დაურღვევია. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებულ უპილოტოსთან დაკავშირებული ინციდენტის საპასუხოდ ტრამპმა ირანზე დარტყმის ბრძანება გასცა, თუმცა შემდეგ, დაწყებამდე 10 წუთით ადრე გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მან იმის გამო მიიღო, რომ შეტევას შესაძლოა, 150 ადამიანის სიკვდილი მოჰყოლოდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp