"ჯეოსელი" ტარიფს ცვლის

“ჯეოსელი” მომხმარებლებს ტარიფის ცვლილების შესახებ აფრთხილებს. კომპანიამ შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა საკუთარ მომხმარებლებთან უკვე დაიწყო.

კერძოდ, საუბარია, კომპანიის ერთ-ერთი პაკეტის "მეტი S-ის" გაუქმებაზე, რომლის შეძენაც მოქალაქეებს 5 ლარად შეეძლოთ. როგორც "აქცენტს" კომპანიაში განუმარტეს, 20 აგვისტოდან აბონენტებს "ჯეოსელი" 8–ლარიან “მეტი S+” პაკეტს შესთავაზებს, გაუმჯობესებული პირობებით. კერძოდ, პაკეტი მოიცავს 300 მეგაბიტს, 1000 მოკლეტექსტურ შეტყობინებას და "ჯეოსელის" აბონენტებთან ულიმიტო ზარებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"