იდეის მოპარვას 33 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიის ცნობილ ანიმაციურ სტუდიაში Kyoto Animation გაჩენილი ხანძრის ინიციატორმა საკუთარი მოტივი განმარტა. კერძოდ, TACC–ის ცნობი, მან განაცხადა, სტუდიამ იდეა მოჰპარა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და გადაწყვიტა, სტუდიაში ხანძარი გაეჩინა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის კომპანიაზე თავდასხმა 18 ივლისს მოხდა. 41 წლის ბოროტმოქმედი შენობაში შეიჭრა, ბენზინი დაასხა და ცეცხლი მოუკიდა. ხანძრის დროს 33 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. თავდასხმის დროს თავად ბოროტმოქმედიც დაშავდა. ის ამჟამად სამედიცინო ცენტრში იმყოფება. ბოლო ათწლეულებში ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეებმა ხუთი საათი მოანდომეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა