"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი - პრემიერს: "ზეიმობთ?"

„ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ქართველი ხელოვანების წარმატებას და მთელი ერი ვიზეიმებთ ერთად, როდესაც დავამარცხებთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას - ოკუპაციას და სიღარიბეს“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას, "ზეიმობენ თუ არა ნიკა გვარამიას წასვლას".

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp