ირანი: „აშშ–მა ჰორმუზის სრუტეში საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოადგო“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აბას არაგჩის განცხადებით,  აშშ–მა ჰორმუზის სრუტეში შემთხვევით საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოადგო.

„გუშინ ჩვენი არც ერთი უპილოტო საფრენი აპარატი არ ჩამოუგდიათ არც ჰორმუზის სრუტეში და არც არსად. ვფიქრობ, აშშ–მა შემთხვევით საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოადგო“, – წერს არაგჩი „ტვიტერში“ პირად გვერდზე. 

ცნობისთვის: გუშინ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში აშშ–მა ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მისივე თქმით, ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ამერიკულ გემსა და მის ეკიპაჟს საფრთხეს უქმნიდა.

13 ივნისს ომანის სრუტეში ორ სანავთობო ტანკერზე აფეთქებები მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა, თუმცა ამ უკანასკნელმა ბრალდება უარყო. მოგვიანებით ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსმა გააკეთა განცხადება ქვეყნის სამხრეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ, რომელიც, მისი მტკიცებით, ირანის საჰაერო სივრცეში იყო შეჭრილი. თუმცა აშშ-მა განაცხადეს, რომ უპილოტოს საჰაერო საზღვრები არ დაურღვევია. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებულ უპილოტოსთან დაკავშირებული ინციდენტის საპასუხოდ ტრამპმა ირანზე დარტყმის ბრძანება გასცა, თუმცა შემდეგ, დაწყებამდე 10 წუთით ადრე გააუქმა. ეს გადაწყვეტილება მან იმის გამო მიიღო, რომ შეტევას შესაძლოა, 150 ადამიანის სიკვდილი მოჰყოლოდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა