“რუსთავი 2”-ით იქნება თუ მის გარეშე, არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს"

პირობას გაძლევთ, “რუსთავი 2”-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ, ამ არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს, - ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ ბრიფინგზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

„ერთი რამ მინდა გითხრათ: „რუსთავი 2“ არ არის კილომეტრობით კაბელები, არ არის მხოლოდ აპარატურა, არ არის მხოლოდ გადაცემები, სავაჭრო ნიშანი თუ ლოგო, „რუსთავი 2“ უპირველეს ყოვლისა, ეს არის იდეოლოგია და როდესაც ვამბობთ, რომ ქიბარ ხალვაში ვერასდროს გახდება მისი მფლობელი, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს, რომ მის ხელში, ოლიგარქატის ხელში, ტელევიზია ვერ შეასრულებს იმ ფუნქციასა და როლს, რომელსაც საზოგადოებისთვის ასრულებდა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მან პარტიის მხარდამჭერებსა და ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ ახლა სასოწარკეთის დრო არ არსებობს.

„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გავცემთ და დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური პარტიები დაუბრუნებენ ტელევიზიას მაყურებელს, დაუბრუნებენ ქვეყანას მოქალაქეებს, დაუბრუნებენ განვითარებას ეკონომიკას და ადამიანის უფლებებს საზოგადოებას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ საათზე 12-ს რამდენიმე წუთი უკლია, პირობას გაძლევთ “რუსთავი 2”-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ, ამ არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეებს, არასდროს კერძო საკუთრება აღარ გახდება ხელყოფის საგანი,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"