ელიაშვილი – ხალვაშს: "ბიძინა ივანიშვილი ბოლოს ყველა თავის მეგობარს ემტერება“

"მოვა დრო, როდესაც ეს სტაფი, რომელიც დღეს აქ [რუსთავი 2–ში] არის და ნიკა გვარამია დასჭირდება ქიბარ ხალვაშს იმისთვის, რომ თავი შეინარჩუნოს და დაიცვას იმ ადამიანისგან, ვისზეც ჰგონია, რომ დღეს თუ საქმეს აკეთებს, სამუდამოდ დაიმეგობრებს. ბიძინა ივანიშვილი ბოლოს ყველა თავის მეგობარს ემტერება“.

ამის შესახებ ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში არხზე მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp