„სოლიდარობას ვუცხადებ კონგრესის წევრ ქალებს, რომელთა მიმართ ტრამპმა სიტყვიერი შეტევა განახორციელა“

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ–ის კონგრესის წევრ ქალებს, რომელთა მიმართ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვიერი შეტევა განახორციელა, სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ მერკელმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის ამერიკის სიძლიერეს. ვემიჯნები ამგვარ ქმედებებს და სოლიდარობას ვუცხადებ კონგრესის წევრ ქალებს, რომელთა მიმართ ტრამპმა სიტყვიერი შეტევა განახორციელა“, – განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის: დონალდ ტრამპი რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან „Twitter“–ში პირად გვერდზე კონგრესში „დემოკრატიული პარტიის“ ქალი წარმომადგენლების წინააღმდეგ „პოსტი“ გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა მათ „კორუმპირებული ქვეყნებიდან ჩამოსულები“ უწოდა და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება ურჩია. ტრამპის განცხადება დაგმეს როგორც დემოკრატებმა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.4 %–ით გაიზარდა