"გარწმუნებთ, ივანიშვილს ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელის"

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე უსიამოვნო სიურპრიზს უანონსებს. 

"ბიძინა ივანიშვილს ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, გარწმუნებთ ამაში,“ - განაცხადა სანიკიძემ. 

კითხვაზე, თუ რა სიურპრიზებს გულისხმობს, გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, სანიკიძემ მისი თანაპარტიელის სასამართლო დავაზე გაამახვილა ყურადღება: "მოსალოდნელია მძიმე ბრძოლა სასამართლოში“.

ამასთან, სანიკიძე ამბობს, რომ იქნება არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა, თუმცა საბოლოოდ რა გამოვა, ეს „ბევრ რამეზეა დამოკიდებული“.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp