ნიკა მელია: "შეიქმნება ახალი არხი"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას განცხადებით, "შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს". ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

„პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. „რუსთავი 2“-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს. ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს“, - წერს მელია.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp