"დააკავეს პირი, რომელიც ლგბტ+ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის განსაჯაროებით აშანტაჟებდა"

პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც ლგბტ+ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის განსაჯაროვებით აშანტაჟებდა. დაზარალებულის უფლებებს "თანასწორობის მოძრაობა" იცავს.

ორგანიზაციის ცნობით, ბრალდებული თემის წევრს ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ 1000 ლარის ჩარიცხვა სთხოვდა. 

"ამ ინფორმაციის განსაჯაროება მის [თემის წევრის] უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა", - აცხადებენ თანასწორობის მოძრაობაში. 

მათივე ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მიმართვის საფუძველზე დააკავა, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 6 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს გამოძალვას, რასაც ერთვის დაზარალებულის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება, არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა