აქვს თუ არა მოსამართლეს უფლება, წავიდეს ანტისაოკუპაციო აქციაზე – მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, "არსებობს ღირებულებები, რომელთა აღიარებაც მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს". ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჯანეზაშვილი დაინტერესდა, აქვს თუ არა მოსამართლეს უფლება, წავიდეს ანტისაოკუპაციო აქციაზე.

"არის ძალიან მაღალი ღირებულებები, რომელი ღირებულებების აღიარებაც მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს და როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ფაქტთან, რომელიც გულის და სულის სიღრმემდე შემძვრელია და როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს არის აღიარებული ფაქტი, არსად არ მოვერიდები მე ამის თქმას. ეს არანაირად არ მიზღუდავს და მიკვეთავს მე ჩემს სამსახურეობრივ დამოკიდებულებებს",– განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp