პარლამენტის თავმჯდომარე: „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი მფლობელის პრეროგატივაა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა. 

„სახელმწიფო პატივს სცემს და აღასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალი მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის პირობებში არაერთი არჩევნები ჩაატარა. არაერთ არჩევნებში გავიმარჯვეთ. შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რა არის ჩვენი პროგრამა, როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს და ეს ასეც იქნება. ამ კუთხით, არ ვფიქრობ, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს მომავალი განვითარების ხედვაზე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს. თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა, ხაზგასმით ვამბობ, მიგვაჩნია, რომ არის იმ დემოკრატიის ნაწილი, რომელსაც საქართველო აშენებს და რომელიც ვაშინგტონშიც, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან სათანადოდ დანახული და დაფასებულია“,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"