ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად დატოვეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პროტესტის ნიშნად საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ დატოვეს. პროტესტის საფუძველი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა და ამ ინიციატივას მოყოლებული კამათი გახდა. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გასაუბრების პროცესში ინიციატივით გამოვიდა, დღეს მესამე კანდიდატის გასაუბრება აღარ გაგრძელებულიყო და სხდომის ხვალ გაეგრძელებინათ, რასაც საბჭოს ურმრავლესობამ უარით უპასუხა. 

​ნაზი ჯანეზაშვილის პოზიცია გაიზიარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. მისი თქმით, საბჭო სრულიად ფორსირებულ რეჟიმში ატარებს გასაუბრებებს.

„ეს არის განპირობებული იმით, რომ მათ უნდათ, გასაუბრება ჩაატარონ ზედაპირულად, სასწრაფოდ აგვისტოში წარადგინონ ეს კანდიდატები და დაამტკიცონ პარლამენტში.

ჩვენ დავტოვეთ გასაუბრების ის ეტაპი, რომელიც ცილდება ნორმალური, საქმიანი გარემოს. შუაღამეს არ ვფიქრობ, რომ სწორია კანდიდატებთან გასაუბრება. ეს პრაქტიკა ამ შენობაში 2006-2007 წელს იყო, როცა ღამღამობით ატარებდნენ სხდომებს“, – განაცხადა ანა დოლძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს ესაუბრება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა