"კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე"

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადები, "როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე".

„შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია. წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ დოლაბაურის ქუჩაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა