CNN – ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორი ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორი ნავთობტანკერი დააკავა, – იუწყება CNN აშშ–ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. 

მისივე ცნობით, ორივე  ტანკერი ბრიტანულია – ერთი Stena Impero–ა, ხოლო მეორე – Mesdar.

Stena Impero–ს დაკავება ირანულმა მხარემ გუშინ დაადასტურა, რაც შეეხება მეორე ტანკერს, მასთან დაკავშირებით ირანს ჯერ–ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ როგორც ირანის პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი "ბოროტ ბრიტანეთს" "საკადრისი" საპასუხო ხომებით დაემუქრა. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp