კალაძე - "რუსთავი 2"-ის საქმეზე: "არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი"

მმართველი პარტია "ქართული ოცნების” გენმდივნის განცხადებით, ყველა მხარე ვალდებულია, დაემორჩილოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას. 

კითხვაზე, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის უკან რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხომ არ დგას, კალაძემ აღნიშნა: „მე არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი“.

„გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით. იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა ახლა. პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - დასძინა კალაძემ.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არდაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp