ირანის მიერ ბრიტანული ტანკერის დაკავების კადრები (ვიდეო)

ირანული მედია ირანის რევოლუციური გვარდიის წევრების მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ ტანკერი Stena Impero გუშინ დააკავეს.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ როგორც ირანის პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი "ბოროტ ბრიტანეთს" "საკადრისი" საპასუხო ხომებით დაემუქრა. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp