უკრაინის ცსკო-ს პირველადი მონაცემებით, ზელენსკის პარტია ლიდერობს

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე დათვლილია ბიულეტენების 0,07 პროცენტი. ამ მონაცემების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ 44,51 პროცენტით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა იულია ტიმოშენკოს პარტია ბატკივშინა 14,15 პროცენტით. ოლეგ ლიაშკოს „რადიკალურ პარტიას“ 9,67 პროცენტი აქვს, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულ სოლიდარობას“ – 6,86 პროცენტი, ხოლო „ოპოზიციურ პლატფორმას – სიცოცხლისთვის“ – 5,19 პროცენტი.

ეს არის პირველი წინასწარი შედეგები, რომელიც ცესკო-მ საარჩევნო უბნების 0.07 პროცენტის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნა და მონაცემები სავარაუდოდ შეიცვლება.

მანამდე გამოქვეყნებული ეგზიტპოლები განსხვავებულ სურათს აჩვენებდა. კერძოდ, ეგზიტპოლების თანახმად, პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ 43,9 პროცენტს აგროვებს.​ ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 11,5 პროცენტით. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიას, „ევროპული სოლიდარობას“ 8,9 პროცენტი აქვს. იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინას“ 7,6 პროცენტი და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმას“ 6,3 პროცენტი.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა