ძლიერი ხანძარი პორტუგალიაში – ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება

პორტუგალიაში ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში 1800-ზე მეტი მეხანძრე უკვე რამდენიმე დღეა ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს.

დაზარალებულ რეგიონებში მობილიზებულია ასობით სახანძრო მანქანა და ავიაცია. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. გამოძიება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს სწავლობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის