ეკონომიკის ყოფილი მინისტრი: "სადღეისოდ შენობებს სტანდარტების გარეშე ვაშენებთ"

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას სამშენებლო სექტორსაც შეეხო და ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც სამშენებლო სექტორში სტანდარტებს შექმნის.

„რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, არის ის, რომ მშენებლობის სექტორში შექმნილია ევროკოდები და ევროსტანდარტები. გვაქვს კანონი პარლამენტში წარდგენილი „მშენებლობის ენერგოეფექტურობის შესახებ“. 

მშენებლობაში რაღაც წესრიგი მაინც მყარდება იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ევროსტანდარტები. დღესდღეობით შენობებს ვაშენებთ სტანდარტების გარეშე. გვექნება ევროსტანდარტები და უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის მატარებელი შენობა-ნაგებობები უახლოეს მომავალში, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული“-აცხადებს გიორგი ქობულია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp