აშშ: „ვენესუელის ავიაგამანადგურებელი ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს საშიშ მანძილზე მიუახლოვდა“ (ვიდეო)


პენტაგონი ვენესუელის სამხედრო ავიაციას აგრესიულ ქმედებაში ადანაშაულებს. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეო-კარდებს ავრცელებს.


პენტაგონის განცხადებით, საერთშორისო საჰაერო სივრცეში ვენესუელის კუთვნილი  ავიაგამანადგურებელი  ამერიკის არმიის კუთვნილ სადაზვერვო თვითმფრინავს საშიშ მანძილზე მიუახლოვდა, რითაც საფრთხეში ჩააგდო მისი ეკიპაჟი.

ინციდენტთან დაკავშირებით კარაკასში განაცხადეს, რომ ვენესუელის ავიაციამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოსული ამერიკული თვითმფრინავი შეაკავა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp