საქსტატი – 2019 წლის I კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე  საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.2 %–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში  ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 %–ს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 %–იან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp