საგარეო უწყება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მავრიტანიის სანაპიროსთან  საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"უკრაინული გემის „ივან გოლუბეცი“ ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი უკრაინული გემი „ივან გოლუბეცი“ იწვის, – იუწყება უკრაინული მედია.

მისი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. 

გემს დიზელური საწვავი და თევზეული გადაჰქონდა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"