პოპმეო – ამერიკელი ჯაშუშების შესაძლო დაკავებაზე: „ირანის რეჟიმს ტყუილების ტირაჟირების გრძელი ისტორია აქვს“

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანის მიერ ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუეს“ უწოდებს.

„ირანის რეჟიმს ტყუილების ტირაჟირების გრძელი ისტორია აქვს“, – განაცხადა პომპეომ Fox News–სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირანულმა მდეიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 17 პირი დააკავა.

მისივე ცნობით, დაკავებულებიდან რამდენიმეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა (ირანის და აშშ–ის) აქვს. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp