რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ღინისძიებები გატარდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.  

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ხევი-უბისას მონაკვეთზე, 2 ადგილზე მოეწყო სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი, ხოლო ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მოეწყო ხმაურიანი ზოლები. ორივე მონაკვეთზე, სამშენებლო ობიექტების შესასვლელებში სიჩქარე შეზღუდულია 40 კმ-სთ-მდე და განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, ჩქაროსნული ავტომაგისტარლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზის ორ სექციაზე, ხევი-უბისასა (12.2 კმ) და უბისა-შორაპანის (13კმ.) მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად დაიწყო, პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ტენდერი დასრულების ეტაპზეა, ხოლო მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის და მოუწოდებს მძღოლებს, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და საგზაო რეგულაციებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp