რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: „იდლიბში დაბომბვები ჩვენს ავიაგანამადგურებლებს არ განუხორციელებიათ“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიაში, იდლიბის პროვინციაში დაბომბვები რუსულ ავიაგანამადგურებლებს არ განუხორციელებიათ.

"რუსეთის საჰაერო ძალებს იდლიბის პროვინციაში არანაირი მისია არ განუხორციელებიათ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს სირიელი ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაში მდებარე ბაზრის დაბომბვას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვები სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსეთის ავიაციამ განახორციელა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp