ინდოეთმა მთვარეზე მეორე ხომალდი გაუშვა

ინდოეთმა მთვარეზე მეორე ხომალდი Chandrayaan-2 გაუშვა. 

ინდოელები იმედოვნებენ, რომ გაშვებული ხომალდი წარმატებით დაეშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე. ეს მთვარის აღნიშნულ ნაწილზე დაშვების პირველი შემთხვევა იქნება.  

საჰაერო ხომალდი დედამიწის ორბიტაზე 23 დღეს დაჰყოფს, შემდეგ კი მთვარის ორბიტაზე გადაინაცვლებს.   

მისიის განხორციელებაზე 141 მლნ დოლარი დაიხარჯა. ინდოეთმა პირველი ხომალდი მთვარის ორბიტაზე 2008 წელს გაუშვა. Chandrayaan-1 მთვარეზე ვერ დაჯდა, თუმცა რადარების საშუალებით პირველად აღმოაჩინა წყლის მოლეკულები. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp