„თუ აშშ–სთან ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას უსაფრთხოების ზონის შექმნის თაობაზე, თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავიშოღლუს განცხადებით, თუ არ შეიქმნა უსაფრთხოების ზონა სირიის ჩრდილოეთში, თურქეთი სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

„დღეს თურქეთში ველოდებით აშშ–ის სპეციალურ წარმომადგენელს სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრის. ვიმედოვნებთ, მასთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწევთ. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია დროულად მოხდეს“, – განაცხადა ჩავიშოღლუმ.

ცნობისთვის: ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები  უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებით თურქეთ–სირიის საზღვრის გასწვრივ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებულია ქურთული შენაერთები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ხოლო ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp