კიკაბიძე: "იტყუება ახალი მფლობელი...მედიამენეჯერის შეცვლისას "გაიყიდნენ"

"მაესტროს" დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე დარწმუნებულია, "რუსთავი 2"–ის ახალი მფლობელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას შეეცდება. მისთვის ამის ინდიკატორი არხის მედიამენეჯერის შეცვლაა, რომლის მუშაობის პირობებშიც "რუსთავო 2"–ს საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. 

"აპრიორში იტყუება ახალი მფლობელი – ბიძინა ივანიშილი, რომ ისინი არ შეეხებიან სარედაქციო დამოუკიდებლობას, რადგან პირველი მაჩვენებელი, როგორ მუშაობს ტელევიზია, რეიტინგია, რეიტინგის მიხედვით კი "რუსთავი 2" ლიდერია. ის, რომ მათ მედიამენეჯერი გამოცვალეს, აქ გაიყიდნენ, რომ იტყუებიან. ისეთი კარგი მედიამენეჯერის პოვნა, როგორიც ვთქვათ, ამ წუთში ნიკა გვარამია იყო "რუსთავი 2"–ისთვის, შეუძლებელია. არ მგონია, ასეთი კარგ რეიტინგების დადება კიდევ სხვა რომელიმე მენეჯერს შეეძლოს. ამიტომ, ეს ტყუილია, საბრძოლველი "რუსთავი 2"–ელებს ბევრი ექნებათ და გაუფრთხილდით ნერვებს",– განაცხადა კიკაბიძემ.

ცნობისთვის: სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან სამ საათში, რომელმაც "რუსთავი 2"–ის საქმეში დარვევები არ დაადგინა, ტელევიზია სამ საათში გადაიფორმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა. იმავე დღეს მათ სამსახურიდან გაათავისუფლა ნიკა გვარამია და მის ადგილზე საკუთარი იურისტი პაატა სალია დანიშნა. ამასთან, ირწმუნება, რომ არხის სადერაქციო პოლიტიკას არ შეეხება, თუმცა ჟურნალისტები კონკრეტულ გარანტიებს ითხოვენ. მათ ხალვაშს კონკრეტული გეგმაც შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ. დღეს ჟურნალისტები უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp