რუსეთში, კარვების ბანაკში, სადაც 200–მდე ბავშვი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, სამთო-სათხილამურო კურორტზე, კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებული ბავშვები რეანიმაციაში არიან მოთავსებული.

ხანძრის დროს შემთხვევის ადგილზე 189 ბავშვი იმყოფებოდა. ბანაკში არსებული 26 კარვიდან 20 დაიწვა. დანარჩენი ბავშვები კოტეჯებში იმყოფებოდნენ, რომლებიც ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.

ამჟამად ბანაკის ტერიტორიაზე ცეცხლი ლოკალიზებულია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp